ლექსები სიყვარულზე / Leqsebi Siyvarulze » Statusebi.Net - სასაცილო სტატუსები, სასიყვარულო სტატუსები, სტატუსები მონატრებაზე

მეგობარი საიტები
TOP სიახლეები
 

ლექსები სიყვარულზე / Leqsebi Siyvarulze  
ლექსები, Leqsebi Siyvarulze | ლექსები სიყვარულზე | Sasiyvar | კომენტარები: [0]
18-02-2012, 18:35
ლექსები სიყვარულზე / Leqsebi Siyvarulze
მიყვარხარ ძლიერ
მიყვარხარ ძლიერ… ძლიერ… რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,ლოყები ვარდისფერი.
შენი თითები მიყვარს,ორი პატარა თათი,
ო,იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი,
ო,იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?-
შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი.
მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფართო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარძლიერ,ძლიერ…მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ…მთელი გრძნობით და ძალით…
მთელი სამყარო ვრცელი,შენით არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ,ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,ფიქრში ჩემთან ხარ დღისით.
გულის ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი,მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,მიყვარხარ ცხადად,მალვით,
როგორც აროდეს არვინ,არ ჰყვარებია არვის…
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუთვნის ყველა,რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ,სატრფოც ვარ შენი,მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ.
სატრფოვ,შვილო და დედავ,ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად,ერთად,მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო,ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე, კარგო.

----------

ქალთან ნანატრი ღამე…
რა ლამაზი ხარ ქალაუ,
ნეტავ შენს მკერდზე მაძინა,
ჩამაფლო დიდვან მკერდში და
არასდროს გამომაღვიძა.
დაგიკოცნიდი თვალ-ბაგეს,
ნელნელა ჩამოვყვებოდი,
ჭიპამდე რომ მივიდოდი,
ვნებით სულ ჩამოდნებოდი.
შენი სურნელით გაპოხილს,
სუნთქვაც კი შემეკვრებოდა,
დილამდე რომ მივიდოდით,
ისევ განმეორდებოდა.’


ვერონიკა სალაღაია

-----------

მე მეფიქრებით
თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.
ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც,
მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა
ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.
დავალ…
ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს,
ჩემს გადახუნძლულ ნაფაზებში ეწვის ფანჯრები,
ეწვის მაგიდა სანთლის წვეთებზე შემოხვეულს,
ეულს ვერ მიძლებს რითმიანი სიტყვების რეწვით.

ო, როგორ მომწონს, რომ იცოდეთ თქვენი თითები,
უცხო სხეულის ჩაორთქლილი შეგრძნება ჩემში
და მოფრთხილება დავიწყებულს როგორც ფიფქები,
შემოგადნებით მაგ ფარული ფერებით ხელში.

ვიცი, მიხილავთ მოსეირნეს უაზროდ ფიქრში
და ნუ იფიქრებთ, რომ სიტყვები ჩამაშრა ყელში…
ახლა ღამეა… თამამად გეტყვით, რომ მეფიქრებით…
და, თუ ბოლოა…
ეგ ბოლო სიტყვა დამახალეთ მე საფეთქელში!

ავტორი: გიორგი ბოგველი
----------

ცხოვრებისეული განტოლება
მე ჩვენს ობლობას არავის ვდებ ბრალად იცოდე,
უმშობლოდ გაზრდილ სიყვარულით მიყვარდი მარად…
ვნების ქარცეცხლში კისრად ვიდებ სწორედ იმ ცოდვებს,
რომ მიმაჩნია მე სამოთხის დაკარგვის დარად…

მწველი ფიქრები შემაჩვიე, როგორც ლანდები
და ემსგავსები გაზაფხულზე მოვარდნილ მეწყერს,
ჩემში შეგინდობ ყველა ცოდვას…
მერე გაქრები…
დიდ მონატრებად მოგიძღვნიან უნაზეს ლექსებს…

ჩვენი ცხოვრება ურთიერთის იყო შეცნობა…
დრომ ყველაფერი განიცადა… გვეყო… დამშვიდდი…
ეკლიან გზაზე ბევრი გვქონდა ალბათ შეცდომა
და სიკისკასეც მრავლად ვნახეთ თოთო ბავშვივით…

მერე რა მოხდა?
რით დასრულდა ძველი ნოველა?
ჩვენს განტოლებას ვერ ვუპოვნეთ ვერც ერთი ფესვი…

მიხეილ სამხარაძე
[06.02.2007]
  ავტორი: Admin

ასევე იხილეთ:

ლექსები სიყვარულზე / Leqsebi Siyvarulze ლექსები სიყვარულზე / Leqsebi Siyvarulze
სრულიადში იხილავთ რამოდენიმე ლექსს სიყვარულზე.

ლექსები სიყვარულზე / Sasiyvarulo Leqsebi ლექსები სიყვარულზე / Sasiyvarulo Leqsebi
სასიყვარულო ლექსები შეყვარებულთათვის.. იხილეთ სრულიადში..

ლამაზი სტატუსები სიყვარულზე / Lamazi Statusebi Siyvarulze ლამაზი სტატუსები სიყვარულზე / Lamazi Statusebi Siyvarulze
1)- მზე ათბობდა სარეველა ბალახებს, ცას ბოლომდე დაეხოკა სახე... ჯერ მე მოვალ, ჩემს გულს უხმოდ განახებ... მერე მოდი და თუ გინდა მნახე... შენზე დარდით გაილია წუთები, გელი, გული ვერ აიტანს ამდენს... მე სიყვარულს ყოველი დღე ვუნდები... ჩემი გულიც შენს სიყვარულს ვანდე... 2)- ჩემს გულში სამი სანთელი ანთია:სიყვარულის,იმედის და რწმენის... ვუფრთხილდები,რადგან უსიყვარულოდ არ იცხოვრება,უიმედოდ არ შეიძლება გიყვარდეს და გჯეროდეს,რწმენის გარეშე კი სიყვარულიც და იმედიც არარაობაა 3)- ვისაც გავუშვებ უკან ვერავინ ვერ დაბრუნდება, როგორც ფანტელი მიწაზე ყრილი ცაში ფიფქებად ვერ აბრუნდება .. !! : )) 4)- მე ვარ პეპელა... მე ვარ ია, მე ვარ ღრუბელი, ხან სულ არ ვიცი, რატომ ვარ და მართლა როგორ ვარ... შენი ცხოვრების ის ფერმკრთალი მანათობელი, ხშირად რომ მალავს უხმო ცრემლებს მე ის გოგო ვარ. 5)- "ნუღარ ბუზღუნებ უჩემობას სიცოცხლევ ჩემო,

Leqsebi Monatrebaze / ლექსები მონატრებაზე Leqsebi Monatrebaze / ლექსები მონატრებაზე
Leqsebi monatrebaze ლექსები მონატრებაზე მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის , როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა... მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა , როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის. მინატრე ყველგან.....სიყვარული დაგაკლდეს როცა , როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი , როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ. მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის , მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა , მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.

სასიყვარულო სტატუსები / Sasiyvarulo Statusebi სასიყვარულო სტატუსები / Sasiyvarulo Statusebi
1. - მე შენ მიყვარხარ. - დამიჯერე რა. - ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი. მე კი… - მე კი, რაც დრო გადის უფრო მიყვარხარ. 2. სიყვარული ჩემი სულის ფანტაზიაა. როგორ შეიძლება მე შენ მიყვარდე? წარმოიდგინე

სტატუსები მონატრებაზე / Statusebi Monatrebaze სტატუსები მონატრებაზე / Statusebi Monatrebaze
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...

სტატუსები სიყვარულზე / Statusebi Siyvarulze სტატუსები სიყვარულზე / Statusebi Siyvarulze
მიყვარს შენი თბილი, რაღაცნაირი ფერის თვალები... შენი აზრიანი და სევდით სავსე გამოხედვა...მიყვარს შენი სიცილიც და სერიოზულობაც...)) ჩემს სამყაროს შენი ფერი აქვს *** იცხოვრე ყოველდღე ისე, თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღეა, და დაისახე ისეთი გეგმები, თითქოს წინ მარადისობაა." ***

სასიყვარულო სტატუსები / Statusebi Siyvarulze სასიყვარულო სტატუსები / Statusebi Siyvarulze
1)გულის დათმობა რომ შემეძლოს ალბათ დაგითმობდი .. არაფერია სულზე წმინდა! წაიღეთ გული! მაინც არავის უყვარს 2)ვიცი რომ დაბრუნდები.. მაგრამ ვერ დაიბრუნებ იმ ძველ გრძნობას.. ვერასდროს მოკლავ იმ ოცნებებს ! 3)ფიქრები - ისევ მაწამებენ .. ოცნება - რა ვიცი გაქრა. დანახვის სურვილი? - შემომრჩა ... იმედის ნაპერკალი? - ჩაქრა. უშენოდ ვერ ვძლებდი - გავძელი.. ძნელია, რა ვუყოთ ახლა ... ოცნება -რა ვიცი, დასრულდა. ფიქრები - მაწუხებს ახლაც. 4)ნეტავ სხვა ვიყო… უცხო მგზავრი, უცხო ქვეყნიდან… ვიცი გიყვარვარ და ეს გრძნობა დღემდე გაწვალებს… მინდა შეგეძლოს, ამომშალო შენი გულიდან… მაგრამ, ვერასდროს გაამრთელებ გულის ნაპრალებს… 5) სიცოცხლე ყვითლად და მზე ლურჯად ანათებს.. სიგიჯემ ყველა ნერვი ჩაითრია. ყველა ემოცია დღეს გავასამართლე და ეს დედამიწაც თქვენთვის დამითმია

ლამაზი ლექსები სიყვარულზე ლამაზი ლექსები სიყვარულზე
ქალის სილამაზე ნეტავ რა ფერია? ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია. ქალი ქვეყანაზე მაინც რამდენია? ქალი ტკივილია, ცრემლის დამდენია. ქალის გახატება ნეტავ სად წერია? ქალი გამთენიას ლექსად მიწერია. ქალი ოცნებების არის მეპატრონე, ქალზე მუზებს მგონი ვეღარ ვთმობ მე. ქალი სიმარტოვის ჩუმი დარაჯია, გალაკტიონიც ხომ ქალით ნატანჯია. ქალი ერთი არის სულში ჩაძირული, მისი არსებობა გულში გაყინული. ქალი ბევრიც არის ვნების სურვილებით, ქალის გაბრაზებას როგორ ვუფრთხილდებით. ქალი ძლიერია, სამყაროს დაანგრევს, დაამტვრევს საკეტებს, დალეწავს დარაბებს. მაგრამ ქალი მაინც სუსტი არსებაა, ქალი სათნოების ჩუმი სახებაა. ქალის სილამაზე მაინც რა ფერია? ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია.

სევდიანი სტატუსები სიყვარულზე სევდიანი სტატუსები სიყვარულზე
1) სიცილი მიყვარს, თბილი და გულიდან წამოსული ნამდვილი და გადამდები ტკივილს რომ გიყუჩებს და სიცოცხლეს რომ გაგრდზზნობინებს .... ცრემლებიც მიყვარს ოგონდ სიყვარულის და ბედნიერების.. 2) ,,შენზე ფიქრში სიყვარული მათოვდა, მონატრება გადაიქცა მათხოვრად..." 3) მტკივხარ ადამიანო, ჩემი გულის, სულის ერთადერთი დანაკარგი ხარ, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ვერ შეცვლის.შენ ჩემთვის ისევ ჩემი ერთი ცალი ხარ!!. 4) დარდი რა იყო არ ვიცოდი შენ შემასწავლე, ცრემლი თვალიდან არ მდიოდა ეხლა ვტირივარ, ჩუმად უთქმელად ვიფერფლები ჩემს სიყვარულში ,მარტოობის და უბედურების ერთი გმირი ვარ !! 5) ჩემთვის სულ მოგება არ უსწავლიათ , მე მხოლოდ მასწავლეს როგორ ავმდგარიყავი დაცემის შემდეგ ..!

News

The Wolf of Wall Street / მგელი უოლ სტრიტიდან (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: მგელი უოლ სტრიტიდან ორიგინალი დასახელება: ...

Into the Wild / ველურ პირობებში (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ველურ პირობებში ორიგინალი დასახელება: Into the ...

Cidan sam metrze 2 / ციდან სამ მეტრზე 2: მე შენ მინდიხარ (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ციდან სამ მეტრზე 2: მე შენ მინდიხარ ...

Good Will Hunting / გენიოსი უილ ჰანტინგი (ქართულად)
დასახელება: Good Will Hunting / გენიოსი უილ ჰანტინგი გამოსვლის წელი: 1997 ჟანრი: დრამა ...

The Curious Case of Benjamin Button / ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე (ქართულად)
დასახელება: ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე ორიგინალი დასახელება: The Curious Case Of ...

The Intouchables / ხელშეუხებელნი (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ხელშეუხებელნი ორიგინალი დასახელება: Intouchables ...

The Experiment / ექსპერიმენტი (ქართულად)
წელი: 2010 ხანგრძლივობა: 1 საათი 36 წუთი ქვეყანა: აშშ , ჟანრი: დრამა , ტრილერი ...

American History X / ამერიკული ისტორია X (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ამერიკული ისტორია X ორიგინალი დასახელება: ...

statusebi