
|
ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ და სიყვარულის ამბებს ყვებიან მარტო დარჩენის ნუ გეშინია დაგიბრუნდები ჩემო ფერია აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ? მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ როცა მე წავალ ნუ ატირდები შენი ცრემლები დარდად გამყვება მწარე წარსულად გამყვება გულში მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით განშორება ხომ შეხვედრას უხმობს და შეხვედრამდე ნუ ატირდები!
|
|
|
|
შენმა მეგობრობამ სული გამინათა, გული გამითბო და სევდა გამიფანტა. დაბლა დაცემული ცაში ამიტაცა, ცხოვრება დაბინდული, ნათლად დამიხატა. გაიგო ნაღველი და იმედი ჩამისახა, ბნელი გამიფანტა, სიცოცხლე გამიხარა. რწმენადაკარგულს პირჯვარი გადამსახა გამიფრთხილდიო, ასე დამიბარა
სხვა ლექსები სრულიადში, უამრავი ლექსი გელოდებათ..
|
|
|
|
სრულიადში იხილავთ რამოდენიმე ულამაზეს ლექსს მარტზე
|
|
|
|
მინდა დავწერო რამე... მინდა დავწერო რამე, მაგრამ გამიქრა მუზა, ფანქარი ხელში ავიღე, ირგვლივ ყველაფერი დუმდა... მინდა დავწერო რამე, რაც რომ ანსხვავებს ყველას, არ მინდა ჩემი ფიქრი, გადმოვცე ლექსში მუზად... მინდა დავწერო რამე, რაც რომ ეხება ყველას, მაგრამ არ მინდა სიტყვა, ლექსით რომ ვუთხრა ყველას...
|
|
|
|
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში, საოცარია თვალები შენი, ვარდის სურნელში ხარ შებნეული. მზერა, ღიმილი, ფიქრი და შიში რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში. მინდა გხედავდე, თუნდაც წამებით, თვალწინ სულ მედგეს შენი ღიმილი. ცუდი ფიქრია შორით ლოდინი ვერას მირჩევენ ხენი ძმობილნი. დარჩენილს მარტო, შენს ღიმილს ვნატრობ რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში! სულაც არ მომწონს ცხოვრება შენი, სულ მეუბნები "ცხოვრებას ვრჩები", მაინც მიდიხარ, იცი რომ კვდები და ამ გრძნობისთვის მე არ მინდიხარ, რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!
|
|
|
|
სრულიადში იხილავთ რამოდენიმე ლექსს სიყვარულზე.
|
|
|
|
გახსოვს, ჩემო, მთის ფერდობზე როგორ ვკრეფდით ია–იებს? მოდი, თორემ იმ სიყვარულს წარსული არ გვაპატიებს!...
სად წავიდა, სად გაფრინდა ის სინორჩე, ის სიალე? შენზე ფიქრი წვრილ ხაზებად დასტყობია ირგვლივ თვალებს.
დღეს კი... დღესაც 8 მარტია... როგორც მაშინ, გვათოვს დღესაც... შესცივნია ჩვენს სულებს და... დაენანა სითბო მზესაც.
დანარჩენი ლექსები სრულიადში..
|
|
|
|
"ია-ია დაგიკრიფეთ, ლურჯთვალა და კოპწია, დედის დღე და გაზაფხული ერთად მომილოცნია."
წლებმა საათებად ჩაიარა წლები საათივით მდევდა, დრომ რა უცაბედად გაიარა გრძნობის ყველა წამი დედა.. რამდენ ბოროტებად ჩამეკირა გულში კლდედ ქცეული სევდა მთელი დღეები და ღამეები მუდამ მეყვარები დედა!
სხვა ლექსები იხილეთ სრულიადში..
|
|
|
|
კრუხი
ახლოს მისვლას არ დამაცლის, იკივლებს და იწივლებს, თითქოს რამეს ვუპირებდე თავყვითელა წიწილებს. ეს რა ავი კრუხი არის, როგორ შემომაფრინდა! ამის შემდეგ მე მაგასთან ლაპარაკიც არ მინდა. შენიაო წიწილები, თუგინდ მითხრათ ასჯერაც, სანამ კრუხს არ მომაშორებთ, არავისი არ მჯერა.
სხვა ლექსები ნახეთ სრულიადში...
|
|
|
|
მიყვარხარ ძლიერ მიყვარხარ ძლიერ… ძლიერ… რაც გადის დრო და ხანი, მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი. შენი შავი თმის ბუჩქი,ეგ თეთრი შუბლის სერი, თვალები გიშრისფერი,ლოყები ვარდისფერი. შენი თითები მიყვარს,ორი პატარა თათი, ო,იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი, ო,იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?- შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი. მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფართო, მე ცრემლიც მიყვარს შენი,შენი კისკისიც მართობს, მე შუქი მიყვარს შენი,რა არის მისი ფასი! მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი. მიყვარხარძლიერ,ძლიერ…მწვავს შენი ტრფობის ალი, მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ…მთელი გრძნობით და ძალით… მთელი სამყარო ვრცელი,შენით არსებობს ჩემთვის, რაზეც კი ვფიქრობ,ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის. ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,ფიქრში ჩემთან ხარ დღისით. გულის ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც. შენთვის მივწვდები მწვერვალს,დიდების ყველა მნათობს, დიდებას დავთმობ შენთვის,შენთვის მწვერვალებს დავთმობ. შენი ოცნებით ვხარობ,შენს დარდს ვატარებ დარდად, მე სხვა სურვილი არ მაქვს,შენი სურვილის გარდა. მსხვერპლი ყველაზე დიდი,მე მეჩვენება მცირედ, რადგან შენ გსურდა იგი,რადგან შენ შემოგწირე. შენს მცირეოდენ წყენას,სულ უმნიშვნელო წვრილმანს სდევს ჩემი სევდა დიდი,ჩემი ცრემლების წვიმა. მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,მიყვარხარ ცხადად,მალვით, როგორც აროდეს არვინ,არ ჰყვარებია არვის… ეს სიკვდილს უდრის თითქმის,ეს შეუძლოა თითქმის, შენ ერთს გეკუთვნის ყველა,რაც სიყვარულად ითქმის: ძმაც ვარ,სატრფოც ვარ შენი,მამაც, დაო და დედავ, მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ. სატრფოვ,შვილო და დედავ,ჩემო ძვირფასო ცოლო, ყველას მაგივრად,ერთად,მე შენ მიყვარხარ მხოლოდ. რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი, ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ ვარ შენი ტრფობით შმაგი. თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს, ის შენ გეკუთვნის მარტო,ის შენ გეკუთვნის მხოლოდ. ნაყოფი მისი არი,ვინც ნორჩი ნერგი დარგო, ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე, კარგო.
|
|
| |    Tags Open/Closeaxali statusebi, brdznuli gamonatqvamebi, facebook, facebookis statusebi, inglisuri statusebi, lamazi statusebi, lamazi statusebi cxovrebaze, leqsebi, leqsebi dedaze, leqsebi siyvarulze, odno, odnoklassnikis statusebi, odnos statusebi, rusuli statusebi, saintereso statusi, sasacilo, sasacilo gamonatqvamebi, sasacilo statusebi, sasacilo statusi, sasiyvarulo statusebi, siyvaruli, siyvarulis leqsi, statusebi, statusebi cxovrebaze, statusebi inglisurad, statusebi megobrebze, statusebi megobrobaze, statusebi odnostvis, statusebi rusulad, statusebi siyvarulze, statusi, statusi megobrobaze, swerva statusebi, yvelaze magari statusebi, ინგლისური სტატუსები, ლექსები, სასაცილო სტატუსები, სტატუსები, სტატუსი, სწერვა სტატუსებიყველა ტეგის ჩვენება
добрые слова подруге добрые слова подруге Слова поддержки, утешения ...
стихи о мечте Рассеянно поправив волоса… Рассеянно поправив ...
цитаты про женскую дружбу Самым прекрасным моментом в моей жизни я могу назвать ...
Kaspersky Virus Removal Tool 11.0.0.1245 RuS Portable / Сканер Kaspersky Virus Removal Tool - Бесплатная программа для полной ...
UltraISO Premium Edition 9.5.0 Rus + ключ UltraISO - программа для работы с различными образами ...
Adobe Dreamweaver CS5 11.0 RUS + Crack Adobe Dreamweaver – последняя версия программы для создания ...
Fatal Error Fatal Error: could not open XML input (http://geomovies.net/rss.xml)
|